სფერული სახურავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სახურავი სფერული-დან)
სფერული სახურავი (ინგლ. spherical roof) – სახურავი, რომელსაც სფეროს ნახევრის ან სფეროს სეგმენტის ფორმა აქვს. სფეროს ფორმის მზიდი კარკასი მზადდება ხის ან ლითონის ელემენტებისაგან. ბურულად გამოიყენება რბილი მასალები, აგრეთვე კერამიკული ფილები. XIX საუკუნემდე სფერული სახურავების (გუმბათების) ასაგებად გამოიყენებოდა აგური და მცირე ზომის ბუნებრივი ქვის ბლოკები.