ალეინიკოვი სერგეი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სერგეი ალეინიკოვი-დან)
სერგეი ალეინიკოვი − (бел. Сяргей Яўгенавіч Алейнікаў; დ. 7 ნოემბერი 1961, მინსკი), ბელორუსი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. 1981-1989 წ.წ. თამაშობდა მინსკის „დინამოში“. სსრ კავშირის 1982 წ. ჩემპიონი. ევროპის 1988 წ. ვიცე-ჩემპიონი. შემდეგ თამაშობდა „იუვენტუსში“ (1989-90), „ლეჩეში" (1990-92). სსრ კავშირის ნაკრებში ჩაატარა 77 მატჩი (პირველი: 28.3.1984 გფრ 1-2, ბოლო (18.6.1992 შოტლანდია 0-3) და გაიტანა 6 გოლი. ბელარუსის ნაკრებში ჩაატარა 4 მატჩი (პირველი: 28.10.1992 უკრაინა 1-1). თამაშობდა იაპონიაში.