კლდიაშვილი სერგო
კლდიაშვილი სერგო დავითის ძე - (6.X.1893, ზედა სიმონეთი, - 14.X.1986, თბილისი) - მწერალი, ნოველისტი.
სარჩევი[დამალვა] |
ბიოგრაფია
ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1911 წელს გაზეთ „სინათლეში“ გამოაქვეყნა პირველი ლიტერატურული მინიატურა. მამასთან ერთად (ცნობილი მწერალი დ. კლდიაშვილი) მონაწილეობას იღებდა I მსოფლიო ომში.
1917 წელს დაბრუნდა საქართველოში. იყო „ცისფერყანწელთა“ ორდენის ერთ-ერთი დამაარსებელი და აქტიური წევრი. 1918 წლიდან მუშაობა დაიწყო ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. ავტორია მრავალი ნოველისა და მინიატურისა:
- „ჭინკა ბიჭები“;
- „გორგასლის თასი“;
- „შემოდგომის წვიმა“;
- „ჯორდანო ბრუნო“;
- „სოფლის გზაზე საქართველოში“,
- „შორეული ციალი“ და ა.შ.
მის სახელს უკავშირდება ქართული ნოველის შექმნა. მისი პიესები - „გმირთა თაობა“, „ირმის ხევი“, „დაბრუნება“ - წარმატებით იდგმებოდა რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების სცენაზე. ცხოვრების ბოლო წლებში დაბრმავდა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
- ეკა ჯავახიშვილი
ლიტერატურა
ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994;
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი