ქავთარაძე სერგო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სერგო ქავთარაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერგო ქავთარაძე

ქავთარაძე სერგო ივანეს ძე (1885-1971), საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი. კომპარტიის წევრი 1903-დან.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1904-05 იყო რსდმპ-ის კავკასიის ბიუროს იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის წევრი. 1905 თანამშრომლობდა გაზეთ „პროლეტარში“. 1906 ჰელსინგფორსში გაეცნო ვ.ი. ლენინს, 1914 მუშაობდა პეტერბურგის ბოლშევიკურ ორგანიზაციაში. 1915-16 იყო თბილისის ბოლშევიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. არაერთხელ დააპატიმრეს. მონაწილეობდა რსდმპ(ბ) VI ყრილობის მუშაობაში (I917). 1918 იყო ვლადიკავკაზის საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. 1920 მუშაობდა მრჩევლად რსფსრ-ის სრულუფლებიან წარმომადგენლობაში საქართველოში. 1921 იყო საქართველოს რევკომის თავმჯდომარის მოადგილე, იუსტიციის სახალხო კომისარი. 1922 – საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარე. 1923-24 მუშაობდა საბჭოთა საელჩოს მთავარ მრჩევლად თურქეთში. 1924-27 იყო სსრკ-ის უზენაესი სასამართლოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე. 1927 წლის დეკემბერში, საკავშირო კომპარტიის XV ყრილობამ ქავთარაძე გარიცხა პარტიიდან როგორც ტროცკისტული ორგანიზაციის აქტიური მონაწილე. 1940 აღადგინეს პარტიაში. 1940-45 მუშაობდა სსრკ-ის საგარეო საქმეთა სახკომში განყოფილების გამგედ და შემდეგ სახკომის მოადგილედ. 1945-52 იყო სსრკ-ის სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში, ხოლო 1952-55 – სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი. 1956-დან იმყოფებოდა პენსიაზე. დაჯილდოებული იყო სსრკ-ისა და რუმინეთის სახელმწიფო ჯილდოებით.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები