პირუმოვი სვიმონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სვიმონ პირუმოვი-დან)
პირუმოვი (ფირუმოვი) სვიმონ - ( ?, ტფილისი - ?) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. ეროვნებით სომეხი. ინჟინერი.
უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო. 1918 წლის თებერვალში დამატებითი სიით აირჩიეს ამიერკავკასიის სეიმის წევრად, შედიოდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში. 1918 წლის შემოდგომაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ სომეხთათვის გამოყოფილი კვოტით გახდა პარლამენტის წევრი. იყო პარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი.
სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.
- ირაკლი ირემაძე
ლიტერატურა
- სცსა,ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119;
- გაზ. „ერთობა“, 1918, №30, №207.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი