ჰერბერშტაინი სიზიგმუნდ ფონ
სიზიგმუნდ (ზიგმუნდ) ფონ ჰერბერშტაინი – (გერმ. Siegmund Freiherr von Herberstein, 23 აგვისტო 1486 — 28 მარტი 1566), ცნობილი გერმანელი დიპლომატი და მოგზაური, ბარონი.
დაამთავრა ვენის უნივერსიტეტი. დიპლომატიური საქმიანობა დაიწყიო 1514 იმპერატორ მაქსიმილიან I-ის მრჩევლის რანგში. როგორც დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, ორჯერ ეწვია (1517 და 1526) მოსკოვს. პირველი ვიზიტისას ჰერბერშტაინი უშედეგოდ ცდილობდა რუსეთ-პოლონეთის მორიგებასა და მათ, ჩართვას ანტიჰაბსბურგულ კოალიციაში. ჰერბერშტაინის მეორე მისიის შედეგად მოხერხდა რუსეთ-პოლონეთის დაზავების 6 წლით გადავადება. იგი დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა აგრეთვე დანიაში, ჩეხეთში, ნიდერლანდში, ესპანეთში, იტალიის სახელმწიფოებში, სტამბოლში, არაერთხელ ეწვია პოლონეთსა და უნგრეთს. 1519 გამოსცა წიგნი „ჩანაწერები მოსკოვურ ამბებზე“.