ღერძი სიმეტრიის
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სიმეტრიის ღერძი-დან)
ღერძი სიმეტრიის – წრფე, რომლის მიმართაც სიმეტრიულად აისახებიან სივრცის, სიბრტყის ან წრფის წერტილები.
სიმეტრიის ღერძი – ფიგურის სიმეტრიის ღერძი ეწოდება a წრფეს, რომლის ყველა წერტილი რჩება უძრავი (სიმეტრიული გარდაქმნისას), ხოლო ფიგურის ნებისმიერი A წერტილი აისახება a წრფის მიმართ A წერტილის სიმეტრიულ A1 წერტილში, რომელიც იმავე ფიგურას ეკუთვნის.