ბოვუარი სიმონა დე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სიმონა დე ბოვუარი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიმონა დე ბოვუარი

სიმონა დე ბოვუარი – (ფრანგ. Simone de Beauvoir, 1908-1986), ფრანგი მწერალი ქალი, ფემინისტური მოძრაობის იდეოლოგი. უმაღლესი განათლება მიიღო პარიზში, სადაც სწავლობდა უმაღლეს სკოლაში (1928-1929) და პარიზის უნივერსიტეტში (1926-1929). ჟან-პოლ სარტრის ცოლი-მეგობარი და თანამოაზრე (ორივენი უარყოფდნენ ქორწინებას).

სიმონ დე ბოვუარი დაიბადა პარიზში. სწავლობდა კათოლიკურ სკოლაში, 1926 წელს დე ბოვუარმა სორბონას უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც ფილოსოფიას სწავლობდა. სწორედ იქ გაიცნო მან 1929 წელს ჟან პოლ სარტრი. იგი ავტორია რომანებისა: „მოწვეული“ (1943), „სხვების სისხლი“ (1945), „ყველა ადამიანი მოკვდავია“ (1946), „მანდარინები“ (1954) და სხვ.

მწერლის ყველაზე ცნობილი წიგნია „მეორე სქესი”, რომელიც მან 1949 წელს გამოაქვეყნა. წიგნი ფემინისტური ლიტერატურის კლასიკად იქცა. ბოვუარი ავტორია ბიოგრაფიული და ნახევრად ბიოგრაფიული ესეების, დღიურების და წერილების, ნის კალამს ეკუთვნის პიესა „უსარგებლო საყლაპავები“.




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები