ოტორაგია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სისხლდენა ყურიდან-დან)
ოტორაგია (ყურიდან სისხლდენა) – ეს ნიშანი შუა ყურის და დაფის აპკის დაზიანების დროს ვლინდება, თუმცა ოტოსკოპიურად, შესაძლოა მხოლოდ გარეთა სასმენი მილის დაზიანება ჩანდეს. ამ დაზიანების დროს, საჭიროა სისტემური ანტიბიოტიკოტერაპია (ძირითადად, დაცული პენიცილინი) და გარეთა სასმენ მილში სტერილური ფაშარი ტამპონადა. გამორეცხვის და ინფექციის შეტანის საშიშროების მქონე ნებისმიერი მანიპულაცია უნდა ავკრძალოთ.