სიქიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სიქჰიზმი-დან)
სიქიზმი - ინდუიზმის განაყოფი კონფესიაა (ბუდიზმის მსგავსად). აღმოცენდა პენჯაბში საპროტესტო-რეფორმატორული მოძრაობის შედეგად, რომელიც მიმდინარეობდა XV-XVI სს-ში გურუ ნანაკის მეთაურობით (ტერმინი წარმოდგება სიტყვისაგან სიქ, რაც ჰინდი ენაზე მოწაფეს ნიშნავს).
მისი არსებითი ნიშნებია: მკვეთრი მონოთეიზმი, ვარნების უარყოფა, სოციალური თანასწორობა, გამარტივებული კულტმსახურება, განსაკუთრებული ტანსაცმელი და მოშვებული წვერი. აღიარებს ინდოეთის მოსახლეობის 1,8%. მცირე მრევლი აფრიკაშიც ჰყავს, საერთო რიცხვი დაახლოებით 10,4 მილიონია.