მოძრაობის დარღვევა სტერეოტიპული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სტერეოტიპია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოძრაობის დარღვევა, სტერეოტიპული - (F98.4), (movement disorder, stereotyped), უნებლიე, განმეორებადი, სტერეოტიპული, არაფუნქციური (და ხშირად რითმული) მოძრაობები, რომლებიც არც ერთი გარკვეული ფსიქიატრიული ან ნევროლოგიური დაავადების სიმპტომს არ წარმოადგენს. მოძრაობები, რომლებიც მიმართული არ არის თვითდაზიანებისაკენ, მოიცავს ტანის რხევას, თავის ქნევას, თმის ხელზე დასვევას და ამოწიწკნას, თითების მანერულ მოძრაობებს, ტაშის შემოკვრას.

თვითდაზიანების სტერეოტიპული ქცევებია:

  • თავის რტყმა;
  • სახეში ხელის ცემა (წაშენა);
  • თვალში თითის ტაკება;
  • ხელებზე, ტუჩებზე ან სხეულის სხვა ნაწილებზე კბენა.

სტერეოტიპული აშლილობები უმეტესად გონებრივ ჩამორჩენილობასთან კორელაციაში ვლინდება.

სინონიმი

სტერეოტიპია



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები