სუულემენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სუუ-ათასი სუულემენი-დან)
სუულემენ-ი / სუუ-ათასი სუულემენ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Суулемен/Суу-Атасы Суулемен – „წყლის მამა სუულემენი“) – წყლის მფარველი სული ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. მიმართავდნენ გვალვისა და განუწყვეტელი თავსხმა წვიმების, აგრეთვე დამხრჩვალის გვამის ძიების დროს:
წყლის მამა სუულემანი ლესავს თავის დანას (კბილებს – ნ. ა.), არ მაძლევს ჩემს მიცვალებულს. შენს სახელზე ვლოცულობ, დაიტოვე შენთვის ხორცი და მომეცი ძვლები.
ლიტერატურა
Джуртубаев М. Ч. Древние верования балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1991.