იტალია-ოსმალეთის ომი 1911-12
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ტრიპოლიტანიის ომი 1911-12-დან)
იტალია-ოსმალეთის ომი 1911-12 - ტრიპოლიტანიის ანუ ლიბიის ომი, იტალიის მიერ გაჩაღებული ომი ოსმალთა იმპერიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი იყო ჩრდილო აფრიკაში ოსმალთა სამფლობელოების – ტრიპოლიტანიისა და კირენაიკის (ახლანდელი ლიბია) ანექსია. დამთავრდა ოსმალეთის დამარცხებით, რომელიც იძულებული გახდა ლოზანის საზავო ხელშეკრულებით (1912) ეს ტერიტორიები იტალიისათვის დაეთმო.