ტყემლანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ტყემლიანი-დან)
ტყემლანა, ტყემლიანი – სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, აწყურის თემის საკრებულოში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 950-1070 მ სიმაღლეზე, ქ. ახალციხიდან 25 კმ მანძილზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 364. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქართველია (2002). წარსულში დაწინარებული ყოფილა მევენახეობა, რაზეც მეტყველებს შემორჩენილი მარნები.