ფრანგული ფანჯარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფანჯარა ფრანგული-დან)
ფრანგული ფანჯარა (ინგლ. french window)
- სამშენებლო დიზაინის თანამედროვე მიმდინარეობა – დიდი ზომის ფანჯრები (იატაკიდან ჭერამდე), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი სახლების, კოტეჯების, აგარაკებისა და მისთანტა პანორამული შემინვისათვის. ის ხშირად კარის ფუნქციასაც ითავსებს;
- საგდულიანი ფანჯრის ტიპი, რომლის ფრთები სათავსის გარეთ იღება;
- XVII საუკუნის ფრანგული არქიტექტურის დამახასიათებელი ელემენტი ძლიერ წაგრძელებული შვეული ღიობის სახით, დანაწევრებული შემინვით, თაღითა და გისოსებიანი პატარა ფრანგული აივნით ქვედა ნაწილში.