ღია პოზიცია (მუსიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფართო განლაგება (მუსიკა)-დან)
ღია პოზიცია (ფართო განლაგება) – ჯაზურ და საესტრადო მუსიკაში „ღია პოზიცია“, ანუ ფართო განლაგება შედარებით უფრო იშვიათად გვხვდება, თუმცა მასში ზოგიერთი წესი შეიძლება დაირღვეს, (მაგალითად, ნებადართულია პარალელური კვინტები, სეპტიმები, ნონები). ფართო განლაგების დროს, როგორც წესი მონაწილეობს 4-დან 6 ხმამდე. ყველაზე მეტად ფართო განლაგება გამოიყენება ნელ და საშუალო ტემპებში, სოლო საკრავის ან ხმის თანხლებით და აგრეთვე საორკესტრო პედალში.