ფაცხიკუკუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფაცა-კუკუ-დან)
ფაცხიკუკუ, ფაცა-კუკუ – „ძველებური ქართული ცეკვა-წარმოდგენა. ასრულებდნენ წყვილ-წყვილად დაწყობილი ქალები, მუხლებს მოხრიდნენ, კაბას კოხტად შემოიკეცავდნენ თეძოებზე, ტაშის კვრით უვლიდნენ და აყოლებდნენ შემდეგ დიალოგს:
– ფარცაკუკუ, ფარცადინა, ყურსა სისხლი რამ გადინა?
– ლაშქარს ვიყავ, დავიკოდე, ყურსა სისხლი მან მადინა.
ხალხური თქმულების მიხედვით, ფარცი-კუკუ შრომისმოყვარე კაცია, ხოლო მისი ძმა ფარცა-დინა-ყაფანდარა უქნარა და ტრაბახაა. ომში ფარცი-კუკუ ივაჟკაცებს, ფარცადინა კი ყურს თავადვე გაიჭრის, გამარჯვებულებს აედევნება და ხალხს თავის გმირობას უმტკიცებს“. (დ.ჯანელიძე)