რიხტჰოფენი ფერდინანდ
ფერდინანდ რიხტჰოფენი – (გერმ. Ferdinand Paul Wilhelm Freiherr von Richthofen, 1833–1900 წ.წ.), გერმანელი გეოლოგი და გეოგრაფი;
ბევრი იმოგზაურა. ჯერ, როგორც გეოლოგი, ის მუშაობდა ავსტრიის ალპებში, შემდეგ გაემგზავრა ოსტ-ინდოეთში (1860 წ.), საიდანაც მან იმოგზაურა ინდოჩინეთში, იაპონიასა და ინდონეზიაში (იავაზე). ამის შემდეგ მან აწარმოა გეოლოგიური გამოკვლევა კორდილერების მთებისა ჩრდილო ამერიკაში. 1866 წლიდან 1872 წლამდე რიხტჰოფენმა შემოიარა თითქმის მთელი ჩინეთი; ამ მოგზაურობის შედეგად გამოიცა მისი (ცნობილი ხუთტომიანი შრომა „ჩინეთი“ (ბერლინი, 1877 – 1912 წ.).
მეტად საინტერესოა რიხტჰოფენის თეორიული და მეთოდოლოგიური ხასიათის შრომა „თანამედროვე გეოგრაფიის ამოცანები და მეთოდები“. რიხტჰოფენმა პირველმა დაასაბუთა და განავითარა ლიოსური ნიადაგის გაჩენის ეოლური თეორია.