ფაშვიბერტყაძე ფეშანგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფეშანგი ფაშვიბერტყაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფაშვიბერტყაძე ფეშანგი – (მე-17 ს), ნამდვილი გვარი – ხითარიშვილი, ეროვნებით სომეხი (მხითარიანი). XVI ს პოეტი, გორელ ვაჭართა წრიდან გამოსული. „ფაშვიბერტყა“ პოეტის მამის მეტსახელია. იგი ჯერ ალექსანდრე მესამის, შემდეგ არჩილ მეორის კარის მდივან-მწიგნობარი იყო 1660-იან წლებში; როცა არჩილი იმერეთში ხანმოკლე მეფობის შემდეგ იქიდან წამოვიდა, მას თან გამოჰყვა ფეშანგი ფაშვიბერტყაძეც. მდივანმწიგნობრული საქმიანობა მან ქართლის მეფის ვახტანგ V-ის (შაჰნავაზის, 1658-1675) კარზე გააგრძელა. 1664-1965 წლებში დაწერა საისტორიო პოემა „შაჰნავაზიანი“, რომელიც შეიცავს XVII საუკუნის 60-იანი წლების ქართლ-კახეთისა და იმერეთის ურთიერთობის აღწერას და ვახტანგ V-ის, მარიამ დედოფლისა და უფლისწულთა ხოტბას გვაწვდის საყურადღებო ბიოგრაფიულ და ისტორიულ ცნობებს ვახტანგ V-ის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. პოემა დაწერილია 16-მარცვლიანი რუსთველური შაირით, ავტორი უხვად სარგებლობს „ვეფხისტყაოსნის“ პოეტური სახეებით; გარდა რუსთაველისა, ნაწარმოებში შეინიშნება თეიმურაზ პირველისა და „როსტომიანის“ გავლენაც. დაახლოებით 1680 წელს მას გაულექსავს „ფირმალიანი“, რომელმაც ჩვენამდე არ მოაღწია. მიუხედავად დარღვეული პოეტური ქსოვილისა და ზოგჯერ ნაძალადევი რითმებისა, მრავლად გამოყენებული ბარბარიზმებისა და უცხო სიტყვებისა, ფეშანგის პოეზია ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ქართული პოეზიის ისტორიისათვის.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები