დეტუში ფილიპ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფილიპ დეტუში-დან)
ფილიპ დეტუში – (ფრანგ. Philippe Destouches, ნამდვილი გვარი ნერიკო, 1680-1754), ფრანგი დრამატურგი.
პიესები: „თავხედი ცნობისმოყვარე“, „უმადური“, „გაუბედავი“, „ცილისმწამებელი“, „ცოლიანი ფილოსოფოსი“, „ამაყი“, „მფლანგველი“.
განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა პერსონაჟების ხასიათების შექმნას, თუმც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ყოფითი ფონის გაშლას. უარყოფდა ფარსს და ბუფონადას, აღიარებდა მხოლოდ თავშეკავებულ, კეთილშობილ კომიზმს. თავის პიესებში დიდი ადგილი დაუთმო მგრძნობიარე სცენებს, რითაც ხელი შეუწყო ცრემლიანი კომედიის წარმოშობას.