გლიფტალის ფისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფისი გლიფტალის-დან)
გლიფტალის ფისი – პროდუქტი, მიღებული სამატომიანი სპირტის (გლიცერინი) და ფტალატის ანჰიდრიდის პოლიკონდესაციით. გამყარება ხდება სამ სტადიად (ისევე, როგორც ფენოლფორმალდეჰიდის) წყლის გამოყოფით. ამისათვის საჭიროა მაღალი ტემპერატურა და დიდი დრო. აქვთ მაღალი თბომედეგობა 150°C ტემპერატურამდე. ბაკელიტური ფისისაგან განსხვავებით აქვთ მაღალი ელასტიურობა (დრეკადობა), მდგრადობა დაძველებისადმი და კარდგი ადჰეზიური თვისებები. იხსნებიან აცეტონსა და სპირტში, წყალ- და მჟავამედეგია. ახასიათებთ დიელექტრიკული თვისებები. მის საფუძველზე აწარმოებენ წებოებსა და ლაქებს.