ელდარის ფიჭვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფიჭვი ელდარის-დან)
ელდარის ფიჭვი – მარადმწვანე ხე, სიმაღლით 12-15 მ, ვარჯი – ფართოდ გაშლილი, ღია მწვანე ფერის გრძელი წიწვებით. ველურად გავრცელებულია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, ელიაროუღის ქედზე (ივრის ზეგანი). გამოიყენება ბაღებსა და პარკებში, როგორც დეკორატიული ხე, აგრეთვე მთის ფერდობების გასამაგრებლად.