დამასკოს ფოლადი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფოლადი დამასკოს-დან)
დამასკოს ფოლადი – ფოლადის სახეობა თვალით შესამჩნევი ზედაპირული არაერთგვაროვნებით, უმეტესად ნახჭისა და ლაქების სახით, რომელიც მიიღება სხვადასხვა მეთოდით. ასეთი ფოლადით (ინგლ. wootz) ახლო აღმოსავლეთში ამზადებდნენ ცივ იარაღს (ხმალი), რომლის ზედაპირი გვაგონებდა გამდინარ წყალს. ფოლადის სახელი დაკავშირებულია სირიის დედაქალაქ დამასკოსთან, სადაც პირველად დაიწყეს აღნიშნული ფოლადის წარმოება და გამოყენება. დამასკოს ფოლადის მიღების ტექნოლოგია დღესაც უცნობია.