ვიეტი ფრანსუა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფრანსუა ვიეტი-დან)
ვიეტი ფრანსუა (1540 - 1603), − ფრანგი მათემატიკოსი. დაამუშავა თითქმის მთელი ელემენტარული ალგებრა; შემოიღო სიმბოლური ასოითი აღნიშვნები ალგებრაში და ააგო პირველი ასოითი აღრიცხვა (1590); მიუთითა განტოლების ფესვებსა და კოეფიციენტებს შორის დამოკიდებულებაზე; მანამდის მათემატიკაში არ იხმარებოდა ფორმულები.