კოპოლა ფრენსის ფორდ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფრენსის ფორდ კოპოლა-დან)
ფრენსის ფორდ კოპოლა (დაიბადა 1939 წელს ქალაქ დეტროიტში, აშშ) — იტალიური წარმოშობის ამერიკელი კინორეჟისორი. ცნობილია ტრილოგიით „ნათლიმამა“ და ფილმით (ვიეტნამის ომის თემაზე) „აპოკალიფსი დღეს“. კოპოლა მრავალრიცხოვანი კინემატოგრაფიული ჯილდოს მფლობელია, ასევე მრავალჯერ იყო წარდგენილი სხვადასხვა კინოპრემიის ნომინაციებზე.
დამთავრებული აქვს კალიფორნიის უნივერსიტეტთან არსებული კინოსკოლა ლოს-ანჟელესში. 70-იან წლებში დაარსა ჰოლივუდისგან დამოუკიდებელი სტუდია „ძოეტროპე“.
ფილმოგრაფია:
- 1963 — „სიგიჟე-13“
- 1969 — „წვიმის ადამიანები“
- 1972 — „ნათლიმამა“
- 1974 — „საუბარი“
- 1974 — „ნათლიმამა 2“
- 1979 — „აპოკალიფსი დღეს“
- 1983 — „მებრძოლი თევზი“
- 1984 — „კლუბი კოტონი“
- 1990 — „ნათლიმამა 3“
- 1992 — „დრაკულა“
- 2007 — „ახალგაზრდობა ახალგაზრდობის გარეშე“
- 2009 — „ტემპო“
- 2011 — „შუა“
და სხვა.
ჯილდოები:
- 1969 — „წვიმის ადამიანები“ (ოქროს ნიჟარა სანსებასტიანის კინოფესტივალზე)
- 1970 — „პატონი“ `სცენარის ავტორი` („ოსკარი“ საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის)
- 1972 — „ნათლიმამა“ („ოსკარი“ საუკეთესო ფილმისთვის, საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის; „ოქროს გლობუსი“ საუკეთესო ფილმისთვის, საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის, საუკეთესო სცენარისთვის; პრემია „დავიდ დი დონატელო“ საუკეთესო უცხოური ფილმისთვის)
- 1973 — „ამერიკული გრაფიტი“ `პროდუსერი` („ოქროს გლობუსი“ საუკეთესო ფილმისთვის — კომედია ან მიუზიკლი)
- 1974 — „საუბარი“ (ოქროს პალმის რტო; აშშ-ის კინოკრიტიკოსთა ეროვნული საბჭოს პრემია საუკეთეო რეჟისორული ნამუშევრისთვის)
- 1974 — „ნათლიმამა 2“ („ოსკარი“ საუკეთესო ფილმისთვის, საუკეთესო რეჟისურისთვის, საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის; აშშ-ის რეჟისორთა გილდიის პრემია; აშშ-ის კინოკრიტიკოსთა ეროვნული საბჭოს პრემია; აშშ-ის სცენარისტთა გილდიის პრემია)
- 1979 — „აპოკალიფსი დღეს“ (ოქროს პალმის რტო; „ოქროს გლობუსი“ საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის; პრემია BAFTA საუკეთესო რეჟისურისთვის; პრემია „დავიდ დი დონატელო“ საუკეთესო უცხოური ფილმისთვის)
- 1992 — „დრაკულა“ (პრემია „სატურნი“ საუკეთესო რეჟისურისთვის, საუკეთესო საშინელებათა ფილმისთვის)