რუხაია ფრიდონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ფრიდონ რუხაია-დან)
ფრიდონ რუხაია – დაიბადა 1958 წლის 7 იანვარს გეგეჭკორში (მარტვილი).
განათლება – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიური ფაკულტეტი (1994). სამხედრო სამსახური (1976-78).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას;
- მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში (1995-2003);
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): მაჟორიტარი, №65 მარტვილის საარჩევნო ოლქი, საინიციატივო ჯგუფი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „მაჟორიტარების“ თავმჯდომარის მოადგილე.