ბაღსარაშვილი ქაიხოსრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ქაიხოსრო ბაღსარაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაღსარაშვილი ქაიხოსრო − (XVIII საუკუნის II ნახევარი), ანანურის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელი. ტაძრის სამხრეთ კედლის წარწერაში ბაღსარაშვილი საკუთარ თავს არაგვის ერისთავიშვილის ბარძიმის „წინამდგომელს“ და „ბოქაულთუხუცესს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ბარძიმმა, რომლის ბრძანებით აშენდა ეს ტაძარი, ის დაადგინა „წმიდა ამას მონასტერსა ზედა სარქრადა“, ანუ მშენებლობის ხელმძღვანელად და დასძენს: „უწყის ღმერთმან, რაც შეძლება მქონდა, დღივ და ღამ მოუსვენებლად ვშვებოდი, არ ვეც ძილი თვალთა ჩემთა, ვიდრემდის განასრულებდენ მონასტერსა მას“.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები