დოლიძე ქეთევან (პოეტი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ქეთევან დოლიძე (პოეტი)-დან)
დოლიძე ქეთევან – (1968), დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი, მისი ლექსები პერიოდულად იბეჭდებოდა „პირველ სხივში”, „ცისკარში”, „ნობათში”, „ახალგაზრდა ივერიელში”, „რუბიკონში”. გამოცემული აქვს კრებულები: „მაინც გათენებას ველოდები”, „შავი ქრიზანთემები”, მითოლოგიური პოემა „დალი”, „ქალი-კენტავრი” და „კონკიას ქოში”.
- * * *
- რატომ მიყვარხარ ასე ძალიან?! _
- მოჩუქურთმებულ სამრეკლოს ჰკითხე...
- მე ხომ არ ვიცი, რა მიხარია,
- მე ხომ არ ვიცი, სად განმიკითხეს.
- მე ხომ შემთხვევით დედამიწაზე
- მომინანქრებულ ფიქრებს დავეცი...
- თუმცა ჭიშკარი გადამირაზეს
- და დღესაც მტკივა ბეჭი ნალეწი.
- მე ხომ არ ვიცი, რა მიხარია,
- მე ხომ არ ვიცი, სად განმიკითხეს...
- რატომ მიყვარხარ ასე ძალიან?! -
- მოჩუქურთმებულ სამრეკლოს ჰკითხე.