მარილმჟავა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ქლორწყალბადმჟავა-დან)
მარილმჟავა (ქლორწყალბადმჟავა, ქლოროვანი წყალბადი) – ქლორწყალბადის უფერო, გამჭვირვალე, მწვავე, აქროლადი ხსნარი (ტექნიკური მარილმჟავა მოყვითალო ფერისაა); ძლიერი ერთფუძიანი მჟავა.
ქიმიური ფორმულა – HCl.
სიმკვრივე – 1048-1189 კგ/მ3 (იცვლება მჟავას კონცენტრაციის მიხედვით).
მიიღება აირადი ქლორწყალბადის გახსნით წყალში. მას ჰაერზე „კვამლი” ასდის. მარილმჟავას მარილებს – ქლორიდები ეწოდება. მარილმჟავა გამოიყენება ჰიდრომეტალურგიაში და გალვანოპლასტიკაში (ამოყვანა, ამოჭრა; დეკაპირება), ლითონის ზედაპირის გასასუფთავებლად რჩილვის წინ, თუთიის, მანგანუმის, რკინისა და სხვა ლითონების ქლორიდების მისაღებად. აქტიურ ნივთიერებებთან ერთად გამოიყენება კერამიკული და ლითონის ნაკეთობების გასაწმენდად (აქ საჭიროა ინჰიბირებული მჟავა) და დეზინფექციისათვის.