დოლაუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა შავი დოლაუ-დან)
დოლაუ (ოს. Доллау, Сау Доллау – „შავი დოლაუ“) – ოსი ნართების დაუძინებელი მტერი; ცხოვრობს უარფის მთის გადაღმა, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე გამოქვაბულში, რომლის კედლები თევზის ძვლებითაა გაწყობილი. მდიდარია დოლაუ, მაგრამ ძუნწი, და შვილებიც არ ყავს. ის ნართებს პატარა ბიჭს – ბორათების ბურაძაღდს – სტაცებს; ბოლოს ბათრაძი და ბურაძაღდი კლავენ.
ლიტერატურა
Нарты. Осетинский героический эпос. Кн. 2. М., 1989.