კიკნაველიძე შალვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა შალვა კიკნაველიძე-დან)
შალვა კიკნაველიძე – დაიბადა 1987 წლის 19 მარტს ზესტაფონში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
- შპს "ნანსტუდიის" დირექტორი (2007-2008)
- პოლიტიკური გაერთიანების - „ეროვნული ფორუმი“ თავმჯდომარის მოადგილე.
- იყო კავშირი „ახალგაზრდული ფორუმის“ თავმჯდომარე (2009-2012).
- პარლამენტის წევრი (2012-2016): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიების წევრი.
- პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: მაჟორიტარი, ზესტაფონის №52 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.