შევჩუკი გერასიმე
შევჩუკი გერასიმე დიმიტრის ძე (1884, ქ. თბილისი - ?) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
სარჩევი[დამალვა] |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში მცხოვრები რუსი ეროვნების მოქალაქეთა ოჯახში. დაწყებითი განათლება სახლში და თბილისის სამოქალაქო სკოლაში მიიღო. ადრეული ასაკიდან შეუერთდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას, იყო მენშევიკური ფრაქციის წევრი, თანამშრომლობდა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან. მუშაობდა თბილისის ტრამვაიში. იყო ტრამვაის ლოკალური პროფკავშირული გაერთიანების ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
1919 წლის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. შედიოდა შრომის კომისიაში.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. სხვა ბიოგრაფიული ცნობები არ მოიძებნა.
- ირაკლი ირემაძე
ლიტერატურა
ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 201, სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 108.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი