ნიშნიანიძე შოთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა შოთა ნიშნიანიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შოთა ნიშნიანიძე

ნიშნიანიძე შოთა − (1929 − 1999), ქართველი პოეტი. დაიბადა თბილისში. 1953 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1958-1960 წლებში სწავლობდა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლეს ლიტერატურულ კურსებზე. 1964 წელს დროებით დაიწყო მუშაობა გამომცემლობა „მერანის” ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქცი ის გამგედ. 1974 წელს მუშაობა დაიწყო მწერალთა კავშირის მთავარ ლიტერატურულ კონსულტანტად. 1976-1982 წლებში იყო ალმანახ „საუნჯის” მთავარი რედაქტორი, სიცოცხლის ბოლო წლებში ასევე რედაქტორობდა ჟურნალ „საუნჯეს”. მას დაწერილი აქვს ბელეტრისტული ოცი პოემა, რომელიც არ გამოქვეყნებულა. შოთა ნიშნიანიძის პირველი პოეტური კრებული „მე და შენ” გამოვიდა 1956 წელს. ამ დროიდან მოყოლებული პოეტმა არაერთი წიგნი გამოსცა, მათ შორისაა პოეტური კრებულები: „კაფე-თესე” (1959), „ზეთისხილის რტო” (1961), „მზე და ჩრდილი” (1963), „ხილვები” (1966), „გადასახედი” (1977), ერთტომეული (1979), „უპირველეს ყოვლისა” (1988), 100 ლექსი (2007). დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


* * *
მე ვარ მისანი ხარი წიქარა,
შენი დვრიტა ვარ, მამულ-დედულო,
ზღაპრიდან მისთვის გამოვი პარე,
რომ გემსახურო და გიერთგულო.
შენი უღელი მემჩატოს აგრემც,
ქედზე რო მადგას განაჩენივით.
არ მომიღერო გეთაყვა სახრე,
სიყვარულისთვის ვარ გაჩენილი.
და თუ გქონია რამე ტკივილი
ან რამე ჭირი ზნეკეთილიანს, −
ამილოკია ქვამარილივით
და ხარის ცრემლით დამიტირია.
რამდენჯერ ვმდგარვარ სამოთხის კართან
ქედგახეხილი, გადატყაული...
ღმერთთან საუბრის და ნიჭის გარდა
არაფერი მაქვს დანაშაული.
და როცა მიწას მივებარები,
ნაჯაფარი და ტანდაკორძილი, −
შენზე დამრჩება ისევ თვალები
ანგელოსების ამოკოცნილი.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები