ჩოჩელი ცეზარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ცეზარი ჩოჩელი-დან)
ცეზარი ჩოჩელი – დაიბადა 1968 წლის 10 იანვარს დაბა ახალგორში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის ეკონომიკის ფაკულტეტი (1991). სამხედრო სამსახური (1986-88).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას.
- ახალგორის რაიონის გამგებელი (2002-2003).
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): მაჟორიტარი, №31 ახალგორის საარჩევნო ოლქი, ბლოკი „ახალი საქართველოსთვის“, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.
- სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი მცხეთა-მთიანეთის მხარეში (2008-2012).
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015