ათეშიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ცეცხლობია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ათეშიონი — საბავშვო თამაში. სიტყვა აჭარულ დიალექტში თურქულიდანაა გავრცელებული და ცეცხლით თამაშს, ცეცხლობიას ნიშნავს.

ათეშიონის დროს მოთამაშენი თანაბარი რაოდენობით ორ ჯგუფად იყოფოდნენ. თამაშის დროს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ხაზიდან თანაბარი მანძილით დაშორებული ორი „ცეცხლი” თავსდებოდა, რომლებსაც ორი გუნდი იცავდა. ორივე გუნდის მონაწილე ცდილობდა ერთმანეთისათვის „ცეცხლი” მოეტაცათ. რომელი გუნდის წარმომადგენელიც „ცეცხლის” მოტაცებასა და „საზღვარზე” გადატანას შეძლებდა, იგი გამარჯვებულად ითვლებოდა. ამდენად, თამაშის ამოსავალი წერტილი ცეცხლის დაცვა იყო. მისი უპატრონოდ დატოვება არ შეიძლებოდა. ერთი მოთამაშე მას გამუდმებით იცავდა. თუ მოწინააღმდეგე მხარე მას დაეპატრონებოდა, სწორედ მაშინ თამაშს წაგებულად მიიჩნევდნენ. თამაშის პროცესი შემდეგნაირი იყო: ერთი ჯგუფიდან ერთი წინ გარბოდა, მას მეორე ჯგუფიდან მოთამაშე მისდევდა. ამ უკანასკნელს პირველი ჯგუფიდან სხვა მოთამაშე დაედევნებოდა და ასე გრძელდებოდა. ამ ორი ჯგუფიდან, რომელი ჯგუფის წევრიც დაიბოჲნებდა ანუ რომელსაც დაეწეოდნენ და ხელს შეახებდნენ, ხელს დაჰკრავდნენ, ერთ ქულას აგებდა. ამის შემდეგ ჯგუფის წევრები თავიანთ „ცეცხლს” – თამაშის დაწყების ადგილს უბრუნდებოდნენ და ახლა ერთი წინ მეორე ჯგუფიდან გარბოდა. მას ცეცხლამდე არ უნდა მიეღწია ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ თამაში არ მობეზრდებოდათ.


ლიტერატურა

ნოღაიდელი, 2015; ლომთათიძე, ნოღაიდელი, 2014:71.


წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები