კოორდინატები ცილინდრული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ცილინდრული კოორდინატები-დან)
კოორდინატები ცილინდრული – სივრცეში M წერტილის მდებარეობის განმსაზღვრელი სამი სიდიდე r, ϑ, z; მათთვის r = const საკოორდინატო ზედაპირი წარმოადგენს ცილინდრს, რომლის მსახველი 0z ღერძის პარალელურია. დეკარტის და ცილინდრულ კოორდინატებს შორის კავშირი გამოისახება ტოლობებით: x = r cosϑ, y = r sinϑ, z = z.
სახელწოდება „ცილინდრული კოორდინატები“ შემოიღო ბალცერმა (1882).