ჯარების თავმოყრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ძალების თავმოყრა-დან)
ჯარების (ძალების) თავმოყრა - გაერთიანებების, შენაერთების, ნაწილების (ხომალდების) შეკრება და განლაგება დანიშნულ რაიონებში. მასშტაბის შესაბამისად შეიძლება იყოს: სტრატეგიული, ოპერატიული ან ტაქტიკური.
ჯარების (ძალების) თავმოყრის წარმატება დამოკიდებულია ჯარების (ძალების) გადაადგილების ხერხების, სვლის მარშრუტების და თავმოყრის რაიონების სწორ არჩევანზე, მოქმედებების სისწრაფესა და ფარულ ხასიათზე.