წულუკიძე ვარდენ
წულუკიძე ვარდენ გრიგოლის ძე (8.XI.1865 - 21.V.1923) - გენერალი.
სარჩევი[დამალვა] |
განვლილი ცხოვრების მთავარი ეტაპები
- დაამთავრა ჯერ თბილისის კადეტთა კორპუსი, შემდეგ ალექსანდრეს სახელობის მე-3 სასწავლებელი.
- პოდპორუჩიკი (1885).
- პორუჩიკი (1889).
- შტაბსკაპიტანი (1898).
- კაპიტანი (1900).
- პოდპოლკოვნიკი (1905).
- პოლკოვნიკი (1910).
- პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.
- 1914 წლის ნოემბრამდე 208-ე ქვეითთა პოლკშია.
- 1915 205-ე პოლკის მეთაური. დაიჭრა და გადაყვანილ იქნა კავკასიის ოლქის შტაბში.
- გენერალ-მაიორი (1916).
1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 1918 წლის დეკემბერში, სომხეთთან ომის დროს, იყო სამხედრო სამინისტროს პიროვნული შემადგენლობის განყოფილების უფროსი. 1919 წლიდან მე-3 ბრიგადის (ახალციხეში, იცავდა სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებას) მეთაურია. 1921 დაინიშნა ზურგის არმიის მეთაურად. 18-20 მარტს გ. მაზნიაშვილთან ერთად, განდევნა ქემალისტები ბათუმიდან.
საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა. სამსახური განაგრძო წითელ ჯარში. იყო ანტისაბჭოთა აჯანყების მოსამზადებელი სამხედრო ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად დახვრიტეს, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე.
ჯილდოები
- (1907) წმ. ანას მე-3 ხარისხის ორდენი;
- (1911) წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ხმლები;
- (1915) წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლები;
- (1915) წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებით და ბაბთით. იარაღით.
- მიხეილ ბახტაძე
ლიტერატურა
- Русская армия в Великой войне;
- М. Гогитидзе, Военная элита Кавказа, т. 1, 2007;
- ა. ჩაჩხიანი, დაშნაკთა ნაციონალისტურ-ექსპანსიონისტური იდეოლოგია და სომხეთ-საქართველოს 1918-1919 წლების ომი, თბ., 2007.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი