სამნიძე ხათუნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ხათუნა სამნიძე-დან)
ხათუნა სამნიძე — დაიბადა 1978 წლის 28 ნოემბერს. — ეკონომისტი, ბიზნესის მენეჯერი.
განათლება
- მაგდებურგის ოტო ფონ გუერიკეს უნივერსიტეტი, გერმანია. ეკონომიკა და მენეჯმენტი, ბაკალავრის ხარისხი მენეჯმენტში (B. Sc in Management).
- გერმანული ენის კურსები დამწყებთათვის, გოეთეს ინსტიტუტი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.
- ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
- თარჯიმანი და კომპიუტერის ოპერატორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს იურიდიული, საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებების საკითხთა მუდმივი კომისია 1997-1999;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, რესპუბლიკური პარტია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი 2004-2008;
- პროგრამების კოორდინატორი, "ჰაინრიჰ ბიოლის" ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო 2010-2013;
- საქართველოს რესპუბლიკური პარტიის საორგანიზაციო მდივანი 2013;
- საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე 2013 წლის ნოემბრიდან - დღემდე;
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქციის „ქართული ოცნება – რესპუბლიკელები“ თავმჯდომარე 07.2014 – დღემდე
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“