ქვრივიშვილი ხათუნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ხათუნა ქვრივიშვილი-დან)
ხათუნა ქვრივიშვილი — (დ. 1 იანვარი, 1967 წელი, თბილისი). ქართველი მშვილდოსანი. XXV ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1992, ბარსელონა გუნდურში, პირადში VVIII ადგილი), XXVI და XXVII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1996, ატლანტა და (2000, სიდნეი) ორივეჯერ შეჯიბრებას 1/32 ფინალიდან გამოეთიშა). ევროპის სამგზის ჩემპიონი (1990 გუნდური, 1992 პირადი და გუნდური) და მესამე პრიზიორი (1990 პირადი). ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1989), დსთის ქვეყნების ჩემპიონი პირად ჩათვლაში (1992). 2005 წლიდან გამოდიოდა აშშ-ის სახელით.