სავანელი ხარლამპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ხარლამპ სავანელი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხარლამპ სავანელი – (1842, დუშეთი – 1890, პეტერბურგი), ქართველი მომღერალი, საგუნდო დირიჟორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. 1863 დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია, 1868 პეტერბურგის კონსერვატორია (ვოკალის განხრით). აქვე დაეუფლა საგუნდო ხელოვნებას (5 წელი მღეროდა კონსერვატორიის გუნდში). 1869-იდან „რუსული სამუსიკო საზოგადოების“ საგუნდო სიმღერის უფასო კლასების ხელმძღვანელი იყო. 1871 სავანელი დაბრუნდა საქარტველოში და დაიწყო ფართო საზოგადოებრივი მოღვაწეობა. 1873 სავანელის, ა. მიზანდარის და კ. ალიხანოვის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა პროფესიულ სამუსიკო განათლებას საქართველოსა და ამიერკავკასიაში. 1873 გაიხსნა „სამუსიკო კლასები შეღავათიან ფასებში“, რომელიც 1876 გადაკეთდა სამუსიკო სკოლად, 1886 კი სამუსიკო სასწავლებად. მის ბაზაზე 1917 დაარსდა კონსერვატორია (ამჟამად ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია). სავანელი ურთიერთობდა პ. ჩაიკოვსკისთან პეტერბურგსა და თბილისში.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები