ბაბილაშვილი ჯამლეთ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჯამლეთ ბაბილაშვილი-დან)
ჯამლეთ ბაბილაშვილი – დაიბადა 1942 წლის 10 სექტემბერს საგარეჯოში. — იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1969); ასპირანტურა (1971).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას, მუშაობდა პროკურატურისა და სასამართლო სისტემის ხელმძღვანელ თანამდებობებზე (1971-90);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი, უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის წევრი (1990-92).
- საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე (1992-93);
- საქართველოს გენერალური პროკურორი (1993-2001).
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (2002-2004): მაჟორიტარი, №11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წევრი.