ჯოული ჯეიმზ პრესკოტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჯეიმზ პრესკოტ ჯოული-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეიმზ პრესკოტ ჯოული

ჯეიმზ პრესკოტ ჯოული – (ინგლ. James Prescott Joule, 1818-1889 წ.), ინგლისელი ფიზიკოსი.

1837 წ. განაცხადი გაკეთდა დამოუკიდებელ სამუშაოზე, რომელიც აღწერდა ორიგინალურ ელექტრულ ძრავას. ამ პროექტის ავტორი იყო ლუდის მხარშავი ქარხნის 19 წლის მუშა ჯ. პ. ჯოული, რომელმაც სახლში მოაწყო ფიზიკის სახელოსნო. მუშაობდა მძიმე პირობებში, არ ჰქონდა შესაბამისი ხელსაწყოები, აგრეთვე საჭირო მეცნიერული მომზადება. გამოირჩეოდა დიდი შრომისმოყვარეობით და კეთილსინდისიერებით. ყოველ თავის ცდას ამოწმებდა და მრავალჯერ იმეორებდა. პირველად დაინტერესებული იყო სითბოს საკითხებით, რომლის არსის გაგებასაც ცდილობდა. შემდგომი მუშაობისას გატაცებული იყო ელექტრული დენის თერმული თვისებების გამოკვლევებით. 22 წლის ასაკში აღმოაჩინა ელექტრული დენის სითბოდ გარდაქმნის კანონი. 1848 წ. დაბეჭდა თავისი მეცნიერული ტრაქტატი, რომელიც 1843 წელს მიეკუთვნება, და მოიყვანა ჩატარებული გაზომვების შედეგები.

ეს შედეგები წარმოადგინა მათემატიკური ფორმულების სახით, დღეს მას ჯოულის კანონი ეწოდება. ამ კანონის მიხედვით ელექტრული დენის მიერ გამოყოფილი სითბო პროპორციულია მოცემული გამტარის წინაღობის, დენის ძალის კვადრატის და გავლის დროისა. ჯოული მუშაობდა აგრეთვე მექანიკური ენერგიის სითბურში გარდაქმნაზე უშუალოდ ან გაზების შეკუმშვის გზით. მან გასაზღვრა სითბოს მექანიკური ეკვივალენტი.

ამ შრომებში 1878 წელს ინგლისის დედოფლისაგან ჯილდოდ მიიღო მუდმივი პენსია.

ჯოული დაიბადა სალფორდში მანჩესტერის მახლობლად ლუდის მხარშავის ოჯახში. ცუდი ჯანმრთელობის გამო სკოლაში სწავლა დაიწყო, 15 წლის ასაკში და ამავე დროს მუშაობდა ლუდის ქარხანაშიც. მისი მასწავლებელი იყო დალტონი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მასზე. ამის შედეგი იყო საკუთარი მეცნიერული ექსპერიმენტები, რომლებიც სკოლის დამთავრების შემდეგ გააგრძელა. ამ გამოკვლევების წყალობით გახდა ერთ-ერთი ცნობილი ფიზიკოსი და მეცნიერების ისტორიაში მყარი ადგილი დაიკავა.

გარდაიცვალა მშობლიურ ქალაქ სალფორდში 71 წლის ასაკში.

დიდი მეცნიერის პატივსაცემად მუშაობის ერთეულმა „ჯოულის“ სახელწოდება მიიღო.

წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები