შონია ჯემალ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჯემალ შონია-დან)
ჯემალ შონია – დაიბადა 1947 წლის 13 აგვისტოს გალის რაიონის სოფელ საბერიოში.
განათლება – სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1970). სამხედრო სამსახური (1970-71).
სამუშაო გამოცდილება
- ჟურნალისტური, ლიტერატურულ-საგამომცემლო საქმიანობა. პოეტური კრებულების ავტორი.
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): მაჟორიტარი, გალის ჭუბურხინჯის №111 საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სამოქალაქო უფლებების ქვეკომისიის თავმჯდომარი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
ლიტერატურული მოღვაწეობა
სამწერლო ასპარეზზე ჯემალ შონია მოსწავლეობის დროიდან გამოჩნდა. იგი არის რამდენიმე პოეტური კრებულისა და პუბლიცისტური წიგნის ავტორი, მათ შორისაა: „თეთრი და ცისფერი”, „ხსოვნის სარკე”, „მთვარის ქვა”, „აფხაზეთში დაკრეფილი გვირილები”, „ბესლეთის ხიდზე წარწერილი”, „შენს საპოვნელად...”, „წაუკითხავი”, ამ უკანასკნელი კრებულისთვის გიორგი შარვაშიძის პრემია მიენიჭა.
- წაუკითხავი
- კაცი ჭიშკარს რომ მოადგება,
- რომ დამიძახებს
- და კეთილ ამბებს შემატყობინებს,
- ის მენატრება...
- მერე სახლში რომ შემოვიყვან,
- ჭიქას ავუვსებ
- და გავიხსენებთ უამრავ ვინმეს,
- ის მენატრება...
- აღარც კაცია, არც კეთილი
- ამბები მესმის,
- აღარც სახლი მაქვს, აღარც ჭიშკარი...
- მომჩერებია ჩემნაირად
- დევნილი ლექსი,
- ისიც ჩემსავით წაუკითხავი.