კარდანო ჯეროლამო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჯეროლამო კარდანო-დან)
კარდანო ჯეროლამო (1501-1576), იტალიელი მათემატიკოსი, მექანიკოსი, ფილოსოფოსი, ექიმი. 1545 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი – „დიდი ხელოვნება ანუ ალგებრული წესების შესახებ“. ეს იყო ევროპული მათემატიკის დიდი მიღწევა. ამ წიგნში პირველად მოყვანილია ტარტალის მიერ აღმოჩენილი კუბური განტოლების ამოხსნის ფორმულები. მის გამოკვლევებში პირველად გამოჩნდა წარმოსახვითი რიცხვი.