კლაიბერნი ჰარვი ლავან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჰარვი ლავან კლაიბერნი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლაიბერნი ვან

კლაიბერნი ჰარვი ლავან (ვან) – (12. ივლისი 1934, შრივპორტი, ლუიზიანას შტატი), ამერიკელი პიანისტი. 1954 დაამთავრა ჯულიარდის მუსიკალური სკოლა ნიუ-იორკში (რ. ლევინას კლასი). 1958 პ. ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსში (მოსკოვი) პირველი პრემია და ფართო აღიარება მოიპოვა. კლაიბერნის დაკვრა გამოირჩევა რომანტიკული მგზნებარებით, ლირიკული უშუალობით, ვირტუოზულობით. მის რეპერტუარში ცენტრალური ადგილი ეკავათ ჩაიკოვსკის, რახმანინოვის, შოპენის, ბრამსისა და სხვა ნაწარმოებებს. არაერთგზის გამართა გასტროლები სსრკ-ში, მათ შორის, საქართველოში (1960). 1962-იდან ფორტუორთში (აშშ) ტარდება კლაიბერნის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი.





წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები