ვენიავსკი ჰენრიკ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჰენრიკ ვენიავსკი-დან)
ჰენრიკ ვენიავსკი - (პოლ. Henryk Wieniawski, 10. VII. 1835, ლიუბლინი, – 31. III. 1880, მოსკოვი), პოლონელი მევიოლინე და კომპოზიტორი.
დაამთავრა პარიზის კონსერვატორია ორივე სპეციალობით. 1848-იდან გასტროლებს მართავდა ევროპის ქვეყნებში, 1872-74 იყო აშშ-ში (ა. რუბინშტეინთან ერთად). 1860-72 პეტერბურგში სამეფო კარის სოლისტია. 1862-68 – პეტერბურგის, ხოლო 1875-77 ბრიუსელის კონსერვატორიის პროფესორი. ვენიავსკი რომანტიკული საშემსრულებლო ხელოვნების შესანიშნავი წარმომადგენელია. თავისი ნაწარმოებით მან გაამდიდრა სავიოლინო რეპერტუარი. მის მუსიკას პოლონური საშემსრულებლო სტილის ეროვნული თვისებები ახასიათებს. ვენიავსკის სახელს ატარებს საერთაშორისო მუსიკალური კონკურსები პოლონეთში.