თირეოტოქსიკოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჰიპერთირეოზი-დან)
თირეოტოქსიკოზი - (thyrotoxicosis), პათოლოგიური მდგომარეობა, რაც განპირობებულია ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პროდუქციის სიჭარბით. ამ მდგომარეობის მიზეზი შეიძლება იყოს:
ხშირი მიზეზები:
- — ბაზედოვის დაავადება;
- — მრავალკვანძოვანი ტოქსიკური ჩიყვი;
იშვიათი მიზეზები :
- — ადენომა;
- — თირეოიდიტები: ქვემწვავე, Hashimoto-ს თირეოიდიტი;
- — ინტოქსიკაციური: იოდის ან ჰორმონის მიღების გამო;
ძალიან იშვიათი მიზეზები:
- — ჰიპოფიზარული;
- — ავთვისებიანი დაავადებები: ფარისებრი ჯირკვლის და საკვერცხის კიბო;
კლინიკური ნიშნები
თირეოტოქსიკოზის გამოვლენა შესაძლოა იყოს ძალიან აშკარა და, ამავე დროს, ფარულიც.
მისი კლასიკური გამოვლინება, როგორც წესი, იძლევა ასეთ ნიშნებს:
- — ტაქიკარდია, არითმია;
- — ხშირი აღგზნებადობა და ხასიათის „გაფუჭება“;
- — უძილობა;
- — კიდურების კანკალი;
- — ოფლიანობა და წამოხურებები;
- — დაღლილობა;
- — კუნთების სისუსტე;
- — წონაში სწრაფი დაკლება;
- — პოლიფაგია;
- — ძვლების დემინერალიზაცია;
დიაგნოზი ისმება სისხლში T4 და TSH ჰორმონალური ტიტრის დადგენით.