ნანაძირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნანაძირი, ნანაზირი, „ბებიას მსხალი” – (Pyrus communis), მესხური მსხლის ჯიში. ფართოდ გავრცელებულია მესხეთში. გვხვდება შიდა ქართლშიც. სრულ მსხმოიარობაში შედის მე-8-10 წელს. ნაყოფი საშუალო ზომისაა, ბოთლისებრი, მოყვითალო, სქელკანიანი, მზის მხარეს ბაცი ვარდისფერი. რბილობი ტკბილი და წვნიანია. საშუალო მოსავლიანია (იძლევა 230 კგ, ცალკეული ხეები – 600 კგ მოსავალს). ინახება მცირე ხანს და სუსტად ტრანსპორტაბელურია. გამძლეა დაავადებების მიმართ.