ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტული სამრეწველო კლასიფიკაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ISIC-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტული სამრეწველო კლასიფიკაცია - (International Standart Industrial Classificatoin of All Economic Activities -ISIC), ეკონომიკური საქმიანობის კატეგორიების ნაკრები, რომელიც გამოიყენება სტატისტიკური მონაცემების დაჯგუფებისათვის ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით. საქმიანობის სახეობა განისაზღვრება იმ წარმოებით, რომელსაც ახორციელებს სტატისტიკური ერთეული. ამ ნიშნით არჩეული ერთეული ჯგუფდება სხვა ერთეულებთან საწარმოთა სტატისტიკაში კვლევის, შერჩევისა და აღწერის ჩასატარებლად. ამიტომ ISIC იძლევა დაკვირვების ობიექტების კლასიფიცირების საშუალებას იმ ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით, რომელსაც ისინი ეწევიან. ამ განსაზღვრებით ISIC-ის კატეგორიები მჭიდრო კავშირშია დაკვირვების ერთეულების ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზაციის პროცესთან და ამ პროცესის სტატისტიკური აღწერის მეთოდებთან.

ISIC წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობის და არა დარგების ან პროდუქციისა და მომსახურების კლასიფიკაციას. ISIC გამოიყენება საწარმოთა რეგისტრებში, ეროვნულ ანგარიშთა სისტემაში, სტატისტიკურ ანგარიშებში, საგადასახადო სამსახურებში, ლიცენზირებაში და წარმოადგენს ბაზას ეკონომიკური საქმიანობის კლასიფიკაციის ეროვნული ვერსიების შესაქმნელად.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები